ბერგამოს „ატალანტას“ მაურიციო სარი გაწვრთნის, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. 67 წლის იტალიელი სპეციალისტი რაფაელ პალადინოს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა გასული სეზონი იტალიის სერია A-ში მე-7 ადგილზე დაასრულა.
სარი 2025-2026 წლების სეზონში რომის „ლაციოს“ თავკაცობდა. მას რომაულ გუნდში იტალიიე ეროვნული ნაკრების ექსთავკაცი ჯენარო გატუზო შეცვლის.
ლაშა თაბაგარი





