კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „სპაერმა“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და ბრაზილიელმა მცველმა ერიკ პიმენტელმა თავით გოლი საკუთარ კარში გაიტანა – 1:0.
85-ე წუთზე შეტევაში მარცხნიდან ჩართულმა გიგა სამხარაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მეკარე ლევან შოვნაძის მოგერიებულ ბურთს ნიკა ჩაგუნავამ დაამატა – 2:0.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მყოფი ირაკლი სიხარულიძის დარტყმული ბურთი ხელში ნიკა ჩაგუნავას მოხვდა და არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. დიმიტრი ღურწკაიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ანზორ კიღურაძის თავკაცობით „სპაერმა“ 20 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა, ხოლო ლადო ბურდულის დამოძღვრილი „მეშხტე“ 10 ქულით ბოლოა.
სპაერი 2:1 მეშახტე
ლაშა თაბაგარი





