მამარდაშვილი სეზონის ბოლო მატჩში არ ათამაშეს

0
2

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო 38-ე ტურში „ლივერპულმა“ „ბრენტფორდი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ბრაზილიის ნაკრების მეკარე ალისონის დაბრუნების გამო, გიორგი მამარდაშვილს მასპინძლების კარში ადგილი აღარ ანდეს. მან თავის სადებიუტო სეზონში „ლივერპულის“ მაისურით პრემიერლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ინგლისის ასოციაციის თასზე – 2-ჯერ, ხოლო ლიგის თასზე – ერთხელ. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა ჩემპიონთა ლიგის ფაზაში 7 შეხვედრა ჩაატარა.
„ბრენტფორდთან“ შეხვედრის 58-ე წუთზე ანგარიში ჯონსმა გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე სტუმრებიდან გოლი შეიდმა გაიტანა. „ლივერპულმა“ 60 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა. გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ სეზონში ინგლისს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში 5 გუნდი ეყოლება, მერსისაიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი