მაისურაძემ სეზონი საგოლე პასით და ევროთასის საგზურით დაამთავრა

0
3

გიორგი მაისურაძემ, რომელიც ჟიტომირის „პოლესიეში“ გამოდის, უკრაინის პრემიერლიგაში სეზონი საგოლე პასით დაასრულა. ბოლო 30-ე ტურში ჟიტომირელებმა ლვოვის „რუხი“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ.
82-ე წუთზე მაისურაძე მეტოქის ნახევარზე ორ ლვოველ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შესულმა პასი სარაპიას გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განვლილი სეზონის პირველ ნახევარში „პოლესიეს“ თავკაცი რუსლან როტანი ქართველ მარჯვენა მცველს თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, მეორე ნახევარში მაისურაძემ ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. „პოლესიემ“ 57 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი