„ჰამბურგი“ გიორგი გოჩოლეიშვილის კონტრაქტის დონეცკის „შახტარიდან“ გამოსყიდვას არ გეგმავს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველს „ჰამბურგში“ იჯარა დაუმთავრდა და უკრაინულ გრანდში ბრუნდება. მან გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
გოჩოლეიშვილი „შახტარში“ 2023 წელს თბილისის „იბერიადან“ (მაშინდელი „საბურთალო“) გადავიდა და უკრაინის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. ის 2024-2025 წლების სეზონში იჯარით „კოპენჰაგენში“ თამაშობდა, რომლის რიგებში დანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





