გიორგი გაგუამ, რომელიც „დუნაისკა სტრედაში“ გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
სეზონის ბოლო შეხვედრაში „დუნაისკა სტრედამ“ შინ ტრნავის „სპარტაკს“ 3:0 აჯობა. მე-16 წუთზე ანგარიში ცოტნე კაპანაძის გადაცემის შემდეგ, გეიემ გახსნა.
კაპანაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ამპლუით მარჯვენა მცველმა განვლილ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 28-ჯერ ითამაშა და 4 საგოლე პასი შეასრულა. მან სლოვაკეთის თასზე 3-ჯერ იასპარეზა.
23-ე წუთზე სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა გაგუამ ბურთი რამადანს გადააწოდა და საჯარიმოში გაიხსნა, ხოლო თანაგუნდელის პასის მერე სტუმართა კარი აიღო. გაგუამ სლოვაკეთში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და 26 შეხვედრაში 2 გოლის გარდა, 3 საგოლე პასი მიითვალა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს. „დუნაისკა სტრედამ“ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





