ჟეზუში რონალდუს „ალ-ნასრის“ გაწვრთნას აღარ აპირებს

0
2

ჟორჟე ჟეზუში საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“, რომლის კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუა, მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს, რის შესახებ გამოცემა A Bola იუწყება.
71 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი თანამდებობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. მან ამის  შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს აზიის ჩემპიონთა მეორე ლიგის ფინალის წინ აცნობა.
ჟეზუში „ალ-ნასრს“ 2025 წლის ივლისიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 47 მატჩი ჩაატარა – 39 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.
მანამდე, ის პორტუგალიის „ბელენენსეშს“. „ბრაგას“, „სპორტინგს“, „ბენფიკას“, ბრაზილიის „ფლამენგოს“, თურქეთის „ფენერბაჰჩეს“ და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ ავარჯიშებდა.

ლაშა თაბაგარი