შენგელიას მესამე საგოლე პასი საბერძნეთში

0
2

ლევან შენგელიამ კრეტას ოფი-ს შემადგენლობაში საბერძნეთის სუპერლიგაში მესამე საგოლე პასი მიითვალა. კონფერენს ლიგაში მოსახვედრი ჯგუფის მე-5 ტურში კრეტელები სტუმრად „ლევადიაკოსს“ შეხვდნენ 2:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე კუთხურზე ჩააწოდა, რის შემდეგ სალსედოს თავურის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. 43-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო სტუმრებს კარაჩალიოსი გაუძევეს.
შესვენებაზე ორბურთიანი უპრატესობით გასვლის მიუხედავად, მეორე ტაიმში ოფი-მ სამი ბურთი გაუშვა და უქულოდ დარჩა. შენგელიამ 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან მიმდინარე სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ის ოფი-ს შემადგენლობაში საბერძნეთის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი