მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მარსელინო ტორალი „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
60 წლის ესპანელ სპეციალისტს „ვილიარეალთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, მარსელინოს წასვლის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობა გახდა. კერძოდ, მწვრთნელი გრძელვადიან ხელშეკრულებას ითხოვდა, მაგრამ „ვილიარეალის“ მესვეურები მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ.
მარსელინო „ვილიარეალში“ 2023 წელს დაბრუნდა. მანამდე, იგი გუნდს 2013-2016 წლებში ავარჯიშებდა. მან „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორედ გაიყვანა.
გარდა ამისა, მარსელინო კარიერს განმავლობაში, „რეკრეატივოს“, სანტანდერის „რასინგს“, „სარაგოსას“, „სევილიას“, „ვილიარეალს“, „ვალენსიას“, ბილბაოს „ატლეტიკს“ და „მარსელს“ ავარჯიშებდა. მან 2018-2019 წლების სეზონში „ვალენსიას“ ესპანეთის თასი ააღებინა, ხოლო „ატლეტიკს“ 2020-2021 წლების სეზონში ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





