„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. დასკვნით 46-ე ტურში „უოტფორდი“ შინ ლიდერ „ქოვენთრის“ შეხვდა და ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტოში იყო და როგორც მცველი გოგლიჩიძე, ასევე შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე შეცვალეს.
„ქოვენთრიში“ საუცხოო თამაში ჩაატარა ნახევარმცველმა ელის სიმსმა, რომელმაც მასპინძლების კარი მე-19, 43-ე და 62-ე წუთზე აიღო. 85-ე წუთზე თავი ტორპმა გამოიჩინა. ცნობისთვის, „ქოვენთრიმ“ და „იფსვიჩმა“ მომავალ სეზონში პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„უოტფროდმა“ 57 ქულა დააგროვა და 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი დაიკავა. ჩაკვეტაძემ განვლილ სეზონში ჩემპიონშიფში 29-ჯერ ითამაშა და 3 საგოლე პასი გააკეთა. გოგლიჩიძემ, რომელიც „უოტფორდში“ „უდინეზემ“ გაანათხოვრა, ინგლისის რანგით მეორე ლიგაში 12-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი




