ბითაძის “ორლანდომ” “დეტროიტთან” ვერაფერი გააწყო

0
11

ორლანდოში ადგილობრივმა „მეჯიქმა“ საკუთარ კედლებში ვერაფერი გააწყო „დეტროიტ პისტონსთან“ (79:93). მიუხედავად იმისა, რომ გოგა ბითაძემ თავის 13 წუთში მაქსიმუმი გააკეთა (6 ქულა, 4 მოხსნა, 1 დაფარება და 100%-იანი სიზუსტე თამაშიდან), გუნდმა მეორე ნახევარში ნამდვილი კოლაფსი განიცადა.
„მეჯიქმა“ მეორე ნახევარი წარმოუდგენელი ანგარიშით — 19:55 წააგო. ბოლო პერიოდში გუნდმა მხოლოდ 8 ქულის ჩაგდება მოახერხა. ასეთი სტატისტიკით პლეიოფის თამაშის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.