კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის ცენტრალური შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც „რუსთავმა“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური ანგარიში აჯობა.
მატჩის 27-ე წუთზე „რუსთავის“ კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მატჩის 57-ე წუთზე არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ მიიჩნია, რომ „დილას“ კაპიტანმა კონგოელმა რომარიკ ეტოუმ თავის საჯარიმოში განელი ფორვარდი სოლომონ კესი წააქცია და პენალტი დანიშნა. თუმცა, ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება შეცვალა.
შეხვედრის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე არგენტინელმა სეიხასმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს საჯარიმოში გახსნილი მცველი ირაკლი იაკობიძე მოძებნა, რომელმაც თავით გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.
გია ცეცაძის გაწრვთნილ „რუსთავი“ 18 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ხოლო იტალიელი დიეგო ლონგოს ხელმძღვანელობით 16 ქულა დააგროვა და მესამეა.
რუსთავი 1:0 დილა
ლაშა თაბაგარი





