გიზო მამაგეიშვილმა გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა. 29-ე ტურში გრაცელებმა ვენის „აუსტრია“ მიიღეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა და მამაგეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 54-ე წუთზე პლატოვიჩმა დააწინაურა. 85-ე წუთზე გაზიბეგოვიჩმა მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს ბურთი საჯარიმოშ ჩაჰკიდა, სადაც მამაგეიშვილმა თავით პასი შორეულ ძელთან კოლერს გაუკეთა, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა.
მამაგეიშვილი გრაცელებს ზამთარში შეუერთდა და ბუნდესლიგაში 10-ჯერ ითამაშა. „შტურმი“ 30 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მე-2 ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი





