„დინამო“ ქეცბაიას წარადგენს

0
7

თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან ვლადიმერ კაკაშვილი დაითხოვეს, რომლის ხელმძღვანელობით „დინამომ“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო.
58 წლის ქეცბაიას საქართველოში საკლუბო დონეზე არასოდეს უმუშავია. ის სამწვრთნელო კარიერაში ფამაგუსტას „ანორთოსისს“, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კვიპროსის აპოელს, ათენის აეკს, რუსეთის „ორენბურგს“ და კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს ავარჯიშებდა.
ცნობისთვის, ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისს“ მესამედ სათავეში გასული წლის სექტემბერში ჩაუდგა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე, ის კვიპროსულ გუნდს 2004-2009 და 2019-2022 წლებში ავარჯიშებდა. მან „ანორთოსისს“კვიპროსის ჩემპიონატი და კვიპროსის თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ის „ანორთოსისიდან“ მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი