სერგეი რებროვი უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
51 წლის რებროვი ეროვნულ გუნდს 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა და გერმანიაში გამართულ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, სადაც მისი გაწვრთნილები ჯგუფში ბოლოდ ადგილზე გავიდნენ.
უკრაინის ეროვნული ნაკრების, კიევის „დინამოს“, „ტოტენჰემის“, „ფენერბაჰჩეს“ და „ვესტ ჰემის“ ექსფორვარდი, მანამდე კიევის „დინამოს“, საუდის არაბეთის „ალ აჰლის“, უნგრეთის „ფერენცვროშს“ და არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ალ აინს“ ავარჯიშებდა.
ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია და უნგრეთი საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. ჩვენი გუნდი უკრაინელებთან პირველ თამაშს თბილისში 28 სექტემბერს ჩაატარებს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი




