კვერნაძის „ფროზინონემ“ ქულები მატჩის მიწურულს დაკარგა

0
5

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ს 34-ს ტურში „პალერმოსთან“ საშინაო მატჩში გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებში გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 75-ე წუთზე გალომ დააწინაურა. „პალერმოდან“ 89-ე წუთზე ანგარიში რანოკიამ გაათანაბრა,
„ფროზინონეს“ 69 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა – 2 ქულით ჩამორჩება „ვენეციას“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა,
ლაშა თაბაგარი