საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში გაიბრწყინა. “ორლანდო მეჯიქმა” საშინაო არენაზე “მინესოტა თიმბერვულვზს” 132:120 სძლია და ფლორიდელთა გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულემ დიდი როლი ითამაშა – 22 წუთში ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიამატა. აღსანიშნავია, რომ ბითაძემ 8 მოხსნა მოწინააღმდეგის ფარზე განახორციელა.
“ორლანდოში” მეფარის პოზიციაზე გოგა ბითაძის უშუალო კონკურენტმა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა 20 სათამაშო წუთის განმავლობაში მხოლოდ 4 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
“მეჯიქი” 44-36 ბალანსით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 11 აპრილს, გასვლაზე “ჩიკაგო ბულზთან” ჩაატარებს.





