მექვაბიშვილის შორეული ზუსტი „გასროლა“

0
7

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერსიტატიას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში რუმინეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურში კრაიოველებმა „კლუჟი“ მიიღეს და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
56-ე წუთზე მექვაბიშვილმა 25 მეტრიდან „გაისროლა“ და ანგარიში გახსნა. ის 63-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან მეორე გოლი 61-ე წუთზე ალ მალავიმ გაიტანა. „უნივერსიტატია“ 36 ქულით 6-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი