„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. 41-ე ტურში უოტფორდელებმა შინ „ჩარლტონთან“ ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან ორივემ შეუცვლელად ითამაშა. სტუმრები 62-ე წუთზე გოდენმა დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან 74-ე წუთზე საპასუხო ბურთი ირანკუნდამ გაიტანა.
შემტევმა ნახევარმცველმა ჩაკვეტაძემ ამ სეზონში ჩემპიონშიფში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო გოგლიჩიძემ, რომელიც ინგლისურლმა გუნდმა „უდინეზედან“ ინათხოვრა, 9 შეხვედრა ჩაატარა.
„უოტფორდმა“ ბოლო სამი თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო – 57 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





