ყაზაიშვილის პირველი გოლი სეზონში

0
15

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-4 ტურში „შანდუნი“ შინ „დალიანს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:2 აგებდნენ, ერთი ბურთი გაქვითა – საჯარიმოში შეჭრილი მცველს გაექცა და გარე ტერფით შორეულ კუთხეში გაიტანა.
33 წლის ყაზაიშვილი  გასულ სეზონში ჩინეთის სუპერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ვაკომ ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში 8-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ყაზაიშვილი სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზე გავიდა – ერთი ბურთით „ბეიჯინგ გოანის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუს ჩამორჩა.
ლაშა თაბაგარი