„ლივერპული“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ინგლისის ასოციაციის თასიდან გავარდა. 1/4-ფინალში მერსისაიდელები სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდნენ. ბრაზილიელი მეკარე ალისონი ტრავმირებულია და ამიტომ, საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-13 წუთზე მამარდაშვილმა თავისი საჯარიმოდან ძალიან ზუსტი პასი მისცა მოჰამედ სალაჰს, რომელმაც ჰუსანოვს აჯობა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბოლო მომენტში უზბეკმა მცველმა ზუსტად დარტყმის საშუალება არ მისცა.
39-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში ერლინგ ჰოლანდმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან სემენიოს გადაცემის შემდეგ, ჰოლანდმა მცველს დაასწრო და თავით გაიტანა. 50-ე წუთზე შერკიმ საუცხოო პასით „ლივერპულის“ დაცვა „მოჭრა“ და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილმა სემენიომ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 57-ე წუთზე სტუმართა დაცვა კიდევ ერთხელ „ჩავარდა“ და ორაილის პასის მერე, ჰოლანდმა „სიტის“ მაისურით 2024 წლის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან კარიერაში ერთ მატჩში სამი ან მეტი გოლი 28-ჯერ გაიტანა.
64-ე წუთზე სალაჰის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია. „სიტიმ“ მიმდინარე სეზონში „ლივერპულს“ სამივე შეხვედრა მოუგო – 9 გოლი გაუტანა და 1 გაუშვა. მერსისაიდელებმა ამ სეზონში ყველა ტურნირში 15 მატჩი წააგეს და 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია,
მამარდაშვილმა „ლივერპულში“ გადასვლის მერე ყველა ტურნირში 14-ჯერ ითამააშა და გოლი მხოლოდ სამ მატჩში არ გაუშვა. 8 აპრილს „ლივერპული“ სტუმრად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან პირველ თამაშს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





