„დინამომ“ სეზონში პირველი თამაში „დილასთან“ წააგო

0
16

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი შინ გორის „დილას“ დაუპირისპირდა და ქულაც ვერ აიღო – 1:2.
მატჩის დაწყებამდე გორელთა იტალიელ მთავარ მწვრთნელს დიეგო ლონგოს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და გუნდს მისმა ასისტენტმა ლუკა ტოვალიმ უხელმძღვანელა.
შეხვედრის სტარტიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „დინამოს“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც დავით კერესელიძე კარიდან არადამაჯერებლად გამოვიდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან განელი ბარნს ოსეის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ირაკლი სირბილაძის დამატებული კონგოელმა მცველმა რომარიკ ეტოუმ დაბლოკა.
მე-20 წუთზე გიორგი ლორიას გადაცემის მერე, კოტდივუარელმა აბდულაე იორომ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, რომელიც ზურაბ მუსელიანმა კანადელა ტრეი ფულერს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი მეკარესთან პირისპირ ლაშა მენთეშაშვილი გაიყვანა, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 0;1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ბარსნ ოსეიმ პასი გიორგი გვასალიას გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში გვასალიას „დინამოს“ დაწინაურების შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. 57-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი საჯარიმოში მენთეშაშვილს გაუკეთა, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლაში ალექსანდრე კალანდაძეს აჯობა და ბურთი კარის ბადეში გაახვია. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დილა“ 6 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 5 ქულით მეოთხეა.
დინამო თბ 1:2 დილა 
ლაშა თაბაგარი