23 წლის მამინ სანიანგი,,დილას” ფეხბურთელია.პოზიციით მარჯვენა ვინგერს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და იგი გერმანიის და გამბიის მოქალაქეა, შესაბამისად ეროვნულ დონზე სხვადასხვა დროს, ორივე ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა.
სანიანგი თავდაპირველად გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული, შემდეგ კი გამბიის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მან თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერა ,,ჰაიდენჰაიმის” აკადემიაში დაწიყო და თითქმის მთელი კარიერა გერმანიაში გაატარა. ,,ჰაიდენჰაიმიდან” იგი ჯერ ,,ჰოფენჰაიმის” აკადემიაში გადაბარგდა შემდეგ კი გერმანული გრანდის მიუნხენის “ბაიერნის” სისტემას შეუერთდა და ამ გუნდის როგორც 19 წლამდე, ისე დუბლშემადგენლობაში ითამაშა, რის შემდეგაც კარიერა ,,ჰანოვერში” გააგრძელა. მისი ერთადერთი არაგერმანული კლუბი პოლონური ,,ტიხი” იყო, სადაც “დილაში” გადასვლამდე თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





