გიორგი გულიაშვილმა სანტანდერის „რასინგის“ შემადგენლობაში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. 33-ე ტურში „რასინგმა“ შინ ხიხონის „სპორტინგი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 80 წუთი გაატარა.
მატჩის მე-10 წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და საჰაერო ორთაბრძოლა მანუმ მოიგო, ხოლო კარის შორეულ ძელთან მდგომმა გულიაშვილმა ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
68-ე წუთზე „რასინგის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დუბასინმა გამოიყენა. გულიაშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა ვილალიბრემ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლები დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გულიაშვილი დაასახელა, რომელმაც სეგუნდაში ჩატარებულ 10 მატჩში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
„რასინგმა“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, სამი ქულა აიღო და 62 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





