იგორ ტუდორი ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 47 წლის ხორვატ სპეციალისტთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ტუდორი ინგლისურ გუნდს მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან წვრთნიდა. განვლილ პერიოდში ლონდონელებმა ყველა ტურნირში ჩატარებული 7 მატჩიდან ერთი მოიგეს, ერთი ფრედ დააასრულეს და ხუთი წააგეს. „ტოტენჰემი“ 30 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და მე-18 პოზიციაზე მყოფ „ვესტ ჰემს“ ერთი ქულით სჯობს.
„ტოტენჰემამდე“ ტუდორი 2025 წლის მარტიდან ოქტომბრამდე ტურინის „იუვენტუსს“ ავარჯიშებდა. მანამდე, ის ხორვატულ „ჰაიდუკს“, ბერძნულ პაოკს, თურქულ „ქარაბუქსფორს“ და „გალათასარაის“ , იტალიურ „ვერონას“, „უდინეზეს“ და „ლაციოს“, ასევე ფრანგულ „მარსელს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი





