გიზო მამაგეიშვილი: „სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი“

0
12

გიზო მამაგეიშვილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რომ ორივე ამხანაგურ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა ამის შესახებ სტუმრად კაუნასში ლიეტუვასთან 2:0 მოგების მერე განაცხადა. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი მანამდე თბილისში ისრაელს (2:2) დაუზავდა.
გიზო მამაგეიშვილი: „გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა. სტუმრად გოლი არ გავუშვით, რაც სასიხარულოა. თამაშიც ჩვენ მიგვყავდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნდობა დავიმსახურე. ორივე თამაში შეუცვლელად ჩავატარე და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. დებიუტანტისთვის ასეთი ნდობა მამოტივირებელია. შევეცდები ჩემი შეცდომები გამოვასწორო და შემდეგში კიდევ უფრო უკეთესი ვიყო. მსურს ქართველი გულშემატკივრების, სამწვრთნელო სტაფის და ფეხბურთელების იმედი გავამართლო“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი