გიორგი მიქაუტაძე: „მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ“

0
17

საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის თქმით, რომელმაც კაუნასში ლიეტუვასთან 2:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა, ფეხბურთელებმა წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს.
გიორგი მიქაუტაძე: „ძნელი თამაში იყო. ლიეტუვამ კარგად ითამაშა. ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, რადგან დიდი ხანი არ გაგვემარჯვა. მოვიგეთ და პერსონალურად ორი გოლი გავიტანე, რის გამო, გახარებული ვარ. ჩვენთან ბევრი ახალი მოთამაშე იყო და ყველა კარგად ჩაერთო. ივნისში კიდევ ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს და სექტემბერის თამაშებისთვის მოვემზადებით“.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს თბილისში რუმინეთთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი