გიზო მამაგეიშვილი: „ეს ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება თარიღად…“

0
12

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტებს ნახევარმცველ გიზო მამაგეიშვილს და მცველ ილია ბერიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახების აღსანიშნავად მიღებული პრიზების შემდეგ, ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
გიზო მამაგეიშვილი: “ეს ჩემს ცხოვრებაში ჩაიწერება თარიღად, რომელიც არასდროს წაიშლება და ყოველთვის მემახსოვრება”.
ილია ბერიაშვილი: “მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, არ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, თუმცა ასეთ ეტაპზე ეს ემოციები მაინც თავს იჩენს”.
საქართველოს ნაკრები 26 მარტს შინ თბილისში ისრაელთან ისპარინგებს, ხოლო 29 მარტს სტუმრად – ლიეტუვასთან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო პარაგრაფს შორის თანამშრომლობა ერთი წლით გახანგრძლივდა. შეთანხმების თანახმად, სასტუმრო პარაგრაფი 2026 წელსაც იქნება ეროვნული ნაკრების სახლი.
სასტუმრო Paragraph Freedom Square Luxury Collection Hotel-ი საქართველოს ნაკრების ყველა საშინაო შეკრებას 2025 წლიდან მასპინძლობს.
გაბრიელა დიტეტოვა (Paragraph Freedom Square Luxury Collection Hotel-ის კლასტერ გენერალური მენეჯერი): „პირველ რიგში, ძალიან გვიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი Paragraph Freedom Square Luxury Collection Hotel-ზე გააკეთა. ჩვენ ვართ Marriott International-ის ქსელის ნაწილი და მაღალი დონის სერვისს წარმოვადგენთ, ამიტომ ძალიან დიდი პატივია ნაკრების მასპინძლობა.
როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებით წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე, ჩვენც, როგორც საერთაშორისო ბრენდი, ვცდილობთ თბილისი მოვაქციოთ ტურისტებისა და მომხმარებლების ყურადღების ცენტრში და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოპულარიზაციას.
ეს მართლაც შესანიშნავი პარტნიორობაა და ძალიან გვიხარია, რომ კმაყოფილი ხართ Paragraph Freedom Square-ში თქვენი ყოფნით და შეგვიძლია შემოგთავაზოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი“.
ლაშა თაბაგარი