მოჰამედ სალაჰი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულიდან“ წავა. ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებდა, მაგრამ მან კვირაში 400000 გირვანქა სტერლინგის მიღებაზე უარი განაცხადა და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
33 წლის სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წელს „რომადან“ გადავიდა. მან ინგლისური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 435 მატჩში 255 გოლი გაიტანა და 122 საგოლე პასი გააკეთა. სალაჰმა „ლივერპულთან“ ერთად ორჯერ ინგლისის პრემიერლიგა მოიგო, ხოლო თითოჯერ – ინგლისის ასოციაციის თასი, სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
ლაშა თაბაგარი





