„სპაერმა“ ლიდერობა შეინარჩუნა

0
15

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 4 ტურის შემდეგ, ლიდერი ისევ თბილისის „სპაერია“. ანზორ კიღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
მატჩის მე-7 წუთზე ნიკა ჩაგუნავამ მეტოქის ნახევარზე გახსნილი თორნიკე ასკურავა მოძებნა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან მარჯვენა დაბა;ლ კუთხეში გაიტანა – 1:0.
51-ე წუთზე სიერა-ლეონელმა მცველმა აბდულ ქაბიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 66-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა გიგა სამხარაძემ მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოს ხაზთან ლაშა კოხრეიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ თორნიკე ასკურავა დატოვა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.
67-ე წუთზე კოხრეიძე „სამგურალის“ ნახევარზე სამ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა – 3:0. 72-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 27-28 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ეფექტური გოლი შეაგდო – 3:1. 83-ე წუთზე რუსმა მეკარე არსენ სიუკაევმა თავის საჯარიმოში გიორგი ცეცხლაძე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიგა სამხარაძემ გამოიყენა.
„სპაერს“ 9 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია, ხოლო „სამგურალი“ 5 ქულით მესამეა.
სპაერი 4:1 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი