კაშიას „სლოვანის“ მარცხი შინაურ კედლებში

0
13

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის მეორე რაუნდში შინ „ჟილინასთან“ 0:1 დამარცხდა. 38 წლის კაშიამ მასპინძლებს შუეცვლელად უკაპიტნა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გაიტანეს. „სლოვანი“ 49 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზეა.
შვეიცარიის სუპერლიგის 30-ე ტურში „ლოზანა“ თავის ნახევარზე „იანგ ბოიზთან“ 0:2 დამარცხდა. ჩვენი 21-წლამდელების ნაკრების კაპიტანი გაბრიელ სიგუა თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. „ლოზანა“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი