„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში სტუმრად „ჰოლშტეინ კილთან“ სამი ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მატჩის მე-14 წუთზე სტუმრები იუსტვანმა დააწინაურა, რომელმაც 22-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 29-ე წუთზე „ჰოლშტეინ კილიდან“ ერთი ბურთი კაპრალიკმა გაქვითა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-8 წუთზე დავიდსენმა ანგარიში გაათანაბრა. 72-ე წუთზე ზომამ მასპინძლების კარი აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ნიურნბერგი“ 33 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





