გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში თავის მოედანზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ, მესამე ტურში თბილისის „დინამოს“ ესტუმრა და ქუალა აიღო. არადა, რუსთაველებს გამარჯვების რეალური შანში ჰქონდათ პენალტი რომ გამოეყენებინათ.
შეხვედრის პირველ ტაიმში საგოლე მომენტი არცერთ კართან შეიქმნა. 58-ე წუთზე მასპინძლების ბოსნიელმა მცველმა კურდიჩმა თავის საჯარიმოში ფეხი ფეხში განელ პრინს ოსეის ამოარტყა და მთავარმა მსაჯმა გურამ მაჩიტიძემს ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟან ალმეიდამ თერთმეტმეტრიანი ძალიან ცუდად შეასრულა და გიორგი ლორია ბურთს მეორე ცდაზე დაეუფლა.
ამის შემდეგ, „დინამომ“ მეტოქის კართან ვითარება ორჯერ გაამწვავა, მაგრამ ჯერ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიორგი გვასალიამ ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა, ხოლო შემდეგ გიორგი ხარებაშვილის თავური არაზუსტი აღმოჩნდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე „რუსთავის“ იაპონელმა კაპიტანმა იუტა ნაკანომ დინამოელთა საჯარიმოს ხაზოდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა. ერთ წუთში „დინამოში“ დაბრუნებულმა გიორგი ზარიამ დაახლოებით 30 მეტრიდან „გაისროლა“ და პაპუნა ბერუაშვილს ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელიც მეორე ჯერზე ხელებში დააფიქსირა.
დინამო თბილისი 0:0 რუსთავი
ლაშა თაბაგარი





