ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერლიგაში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „ყიზილყუმი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი გამოდის, მე-3 ტურში სტუმრად „მაშალს“ დაუპირისპირდა და 2:0 აჯობა.
ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. 39-ე წუთზე „ყიზილყუმის“ შეტევის დროს მასპინძლების მცველმა თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად მოიგერია და ჯიღაურმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. სტუმრებმა მეორე გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანეს. ჯიღაურმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ თამაშში მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო, ხოლო „ყიზილყუმი“ 6 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





