ნარიმანიძე სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალშია

0
19

„ჟილინა“, რომელშიც ალექსანდრე ნარიმანიძე გამოდის, სლოვაკეთის თასოს 1/2-ფინალში გავიდა. 1/4-ფინალში „ჟილინა“ შინ „ტრენჩინს“ შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ამჯერად თადარიგში იყო და არ უთამაშია. 20 წლის ნარიმანიძემ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში 19 მატჩი ჩაატარა. „ჟილინა“ 1/2-ფინალში „პოდბრეზოვას“ დაუპირისპირდება, რომელშიც სადებიუტო სეზონს შემტევი ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე ატარებს.
ლაშა თაბაგარი