ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე აუტსაიდერთან მარცხს გადაურჩნენ

0
13

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე გამოდიან, ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში სტუმრად აუტსაიდერ „შეფილდ უენსდეისთან“ ფრედ ითამაშა – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – მცველმა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შემტევმა ნახევარმცველმა ჩაკვეტაძემ მოედანი 84-ე წუთზე დატოვა.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, მასპინძლები 54-ე წუთზე იატესმა დააწინაურა, ხოლო 90-ე წუთზე სემედუმ ანგარიში გაათანაბრა. „უოტფორდი“ 52 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი