ლუკა ხორხელმა ტრნავას “სპარტაკის” მაისურით მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. “სპარტაკი” სტუმრად “ჟილინას” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით ქართველი შემტევი ნახევარმცველის გოლით მოიგო. ხორხელმა მეოთხე წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან მეტოქის კარი აიღო. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. ტრნაველების სასტარტოში ასევე ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი მოხვდა, რომელიც 69- ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებში.ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ ორი ტაიმი გაატარა.





