გიორგი გოჩოლეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-17 ტურში ჰამბურგელებმა ლევერკუზენის „ბაიერი“ მიიღეს და 0:1 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მანამდე, ის ზედიზედ 9 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. „ბაიერიდან“ ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე კოფანემ გაიტანა.
„ჰამბურგი“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





