კვერნაძის გუნდმა ქულა გადაარჩინა

0
9

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია B-ს 28-ე ტურში შინ „პესკარასთან“ ქულა დამატებით დროში გადაარჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-2 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დი ნარდომ გახსნა, რომელმაც 33-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 85-ე წუთზე კალომ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ფროზინონეს“ ქულა რაიმონდომ გადაურჩინა.
„ფროზინონემ“ ზედიზედ სამი მატჩი ფრედ დაასრულა და 55 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა – პირველ-მეორე ადგილზე მყოფ „ვენეციას“ და „მონცას“ 5 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი