პსჟ-მ „ლე ავრს“ მოუგო – კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტები

0
14

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ სტუმრად „ლე ავრს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-2 წუთზე ნუნუ მენდეშმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და კვარაცხელიას თავურის შემდეგ, მცველმა ბურთი ფეხით კარის ხაზიდან მოიგერია.
მე-14 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ხვიჩამ დაარტყა და ბურთი კარს დიდი მანძილით გადაცდა. 37-ე წუთზე კანინ ლის გადაცემის მერე, მოწინააღმდეგის კართან მარტო დარჩენილმა ბარკოლამ თავით ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა – 0:1.
47-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი „ლე ავრის“ საჯარიმოში ორ მცველს გაექცა, მაგრამ ისევ არაზუსტად „გაისროლა“.
50- წუთზე საჯარიმოში უკვე მარჯვნიდან შეჭრილმა კვარაცხელიამ ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს ოდნავ აცდა. 70-ე წუთზე მან სტუმართა საჯარიმოში ზაირ-ემერისთან კარგი კომბინაცია გაითამაშა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ისევ ვერ გაიტანა.
79-ე წუთზე პსჟ-ს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ დეზირე დუემ პენალტი ვერ გამოიყენა. პსჟ 57 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი