ჩაკვეტაძე შესვენებაზე შეცვალეს, გოგლიჩიძე განაცხადს მიღმა

0
9

„უოტფორდი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში შინ „იფსვიჩთან“ 0:2 დამარცხდა.
შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო მცველი გოგლიჩიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
მატჩის 37-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ეგელიმ გახსნა, 77-ე წუთზე კი მასპინძლების კარი ჰირსტმა აიღო. „უოტფორდი“ 48 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი