ალექსანდრე კალანდაძე ისევ დინამოელია

0
7

ალექსანდრე კალანდაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონი პლოცკის „ვისლაში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში პოლონეთის ექსტრაკლასაში 8 მატჩი ჩაატარა.
კალანდაძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველი გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 107 მატჩი (89 ეროვნულ ლიგაში) ჩაატარა. ის „დინამოს“ კაპიტანიც იყო. მან 2023 წელს ეროვნულ გუნდში 2-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი