ტყიბულის „მეშახტემ“, რომელიც არსებობის ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშებს, ქუთაისის „ტორპედოდან“ იჯარით ორი ფეხბურთელი დაიმატა.
2026 წლის სეზონში ტყიბულელთა შემადგენლობაში ბრაზილიელები – 23 წლის მცველი ერიკ პიმენტელი და 21 წლის თავდამსხმელი რაფაელ ლიმა ითამაშებენ. გასულ სეზონში პიმენტელმა „ტორპედოს“ შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14-ჯერ ითამაშა, ხოლო ლიმამ 8-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისთვის, „მეშახტემ“, რომელსაც ლადო ბურდული წვრთნის, სეზონის წინ ბრაზილიელების გარდა, ცოტნე ფაცაცია მათე კვირკვია, იუსიბ მეხტიევი, ლევან შოვნაძე , გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ჯამარაული და ირაკლი სიხარულიძე დაიმატა.
ლაშა თაბაგარი





