„ტორინოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ეშველება საზონოვს?

0
17

„ტორინოს“, რომელთან საბა საზონოვს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარკო ბარონის ნაცვლად ტურინელებს რობერტო დავერსა გაუძღვება.
მანამდე, 50 წლის სპეციალისტი „ემპოლის“, „ლეჩეს“, „სამპდორიას“ და „პარმას“ ავარჯიშებდა. მან კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდ აკავშირებს.
„ტორინომ“ ბოლო 8 თამაშიდან 1 მოიგო და ამიტომ ბარონის გაშვება გასაკვირი არაა, რადგან გუნდმა ბოლო 8 თამაშიდან მხოლო ერთი მოიგო. 24 წლის საზონოვს მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი ჩაუტარებია. არადა, მან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და მოედანზე გასასვლელად მზადაა. იმედია, გუნდის ახალი ახალი თავკაცი საზონოვს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.
ლაშა თაბაგარი