„იბერიამ“ შეკრება გამარჯვებით დაასრულა

0
11

თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრა უზბეკეთის სუპერლიგის ბინადარ ოკმკ-სთან ჩაატარა და 1:0 დაამარცხა.
თბილისელებიდან ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა ანდრია ბართიშვილმა გაიტანა, რომელიც საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და „ცხრიანში“ შეაგდო.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილებმა შეკრებაზე ჩატარებული ხუთი თამაშიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი