პორტუგალიაში „ქართული“ დერბი არ შედგა

0
18

ლისაბონის „სპორტინგი“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის 22-ე ტურში შინ ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაოს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ განაცხადში ისევ არ იყო. ჩვენი 21-წლამდელების ექსნახევარმცველი მამაგეიშვილი სტუმართა თადარიგში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ბრაგანცამ გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 55 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „პორტუს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი