სანტანდერის „რასინგი“, რომელსაც გიორგი გულიაშვილი მიმდინარე ზამთარში შეუერთდა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურში სტუმრად „ეიბერთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მას პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველი წამოეწია, რომელმაც ზუსტად დარტყმაში ხელი შეუშალა. გარდა ამისა, შესვენებამდე გულიაშვილმა ერთხელ კარში სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს ოდნავ ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გულიაშვილი „ეიბარის“ საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
მატჩის 22-ე წუთზე სტუმრები მარტინმა დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე ხავიერ მარტონმა ანგარიში გაათანაბრა. 85-ე წუთზე „რასინგს“ უხეშობისთვის ნახევარმცველი პუერტა გაუძევეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი როდრიგესმა გაიტანა. „რასინგი“ 47 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





