„ტორპედო“ დანიელებს დაუზავდა

0
4

კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის „ტორპედომ“ გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური მატჩი დანიის რანგით მეორე ლიგის ლიდერ „ლუგბიუსთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში ქუთაისელთა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა მცველის მიერ მოგერიებული ბურთი ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. დანიელებიდან ანგარიში ბონდერგაარდმა გაათანაბრა, როდესაც „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა.
ლაშა თაბაგარი