კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, რუმინეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გასვლაზე ბუქარესტის „დინამოსთან“ 1:1 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. შეხვედრის 51-ე წუთზე მასპინძლები სორომ დააწინაურა. სტუმრებიდან თავი 65-ე წუთზე ჰამლავიმ გამოიჩინა.
„უნივერსიტატია“ 50 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა – თითო ქულით ასწრებს მეორეადგილოსან ბუქარესტის „რაპიდს“ და მესამეადგილოსან „დინამოს“.
ლაშა თაბაგარი





