საბა ხარებაშვილი კარიერას „ბაშაქშეჰირში“ განაგრძობს

0
4

საბა ხარებაშვილი მიმდინარე წლის სექტემბრიდან თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „ბაშაქშეჰირს“ შეუერთდება. ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ პრესსამსახური იუწყება. მან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
17 წლის ხარებაშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2024 წელს დააწინაურეს. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 50 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
2024 წლის 11 ივლისს ხარებაშვილმა 15 წლის 10 თვის და 8 დღის ასაკში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ევროთასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოედანზე გასულა.
2025 წლის ივნისში ხარებაშვილმა 16 წლის 9 თვის და 2 დღის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური ფარერებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო და ყველაზე ახალგარდა მოთამაშე გახდა, რომელსაც ოდესმე ჩვენიი გუნდის შემადგენლობაში უასპარეზია. მან ლევან ყენიას რეკორდი გააუმჯობესა.
ლაშა თაბაგარი